პუჩდემონი ბელგიელ სამართალდამცველებს ჩაბარდა

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიის სამართალდამცავ უწყებას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

როგორც მედია წერს, ის სამართალდამცავ უწყებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. მანამდე ბრიუსელის პროკურატურამ განაცხადა, რომ კარლეს პუიჩდემონის დაკავებასთან დაკავშირებით, ესპანეთის მოთხოვნას მომავალ კვირაში, ესპანეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ განიხილავდა.

კარლეს პუიჩდემონმა და მისმა მოკავშირეებმა ესპანეთი 2017 წლის ოქტომბერს დატოვეს და თავი ბელგიას შეაფარეს, რადგან ესპანეთის სასამართლომ ამბოხის ბრალდებით მათ ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებასა და რეგიონში დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა. აღნიშნული ქმედება ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არალეგიტიმურად მიიჩნია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ციხელაშვილის ინფორმაციით,ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს