"ვისურვებდით, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს"

ანაკლიის პროექტი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროექტი განხორცილდება, რადგან სხვადასხვა მხარის წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთისადმი უნდობლობის მიუხედავად, ამ პროექტისადმი კეთილგანწყობილი არიან.

"რაც შეეხება ანაკლიას, არაერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს. ჩვენ ყველა მხარისგან ვისმენთ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მხარეები დიდი ნდობით არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილი, ორივე მხარისგან წამოსული განცხადებები არის კეთილგანწყობილი ანაკლიის პროექტის განხორციელების მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ამინდის პროგნოზი 25 ნოემბრამდე