"უცხოელი ექსპერტები შეცდომაში შეიყვანეს"

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "უცხოელი ექსპერტები შეცდომაში შეიყვანეს"

„რაც შეეხება თადუმაძის განცხადებას, რომ პროკურატურა ექსპერტებს ქირაობს,  სიტუაცია ასეთია – დღეს ჩვენი გადასახადებით თადუმაძის უწყება ე.წ ექსპერტებს უხდის ფულს, რომელსაც იყენებს შავი პიარისთვის. მათ რეპუტაციას  ჩრდილს არ ვაყენებ. ეს ორი ადამიანი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, რადგან მათ მასალები არ წაუკითხავთ, არ იციან ქართული და იმ წერილშიც წერენ, რომ საქმეს არ იცნობენ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, როცა წერილზე მიდის აპელირება, თარგმანი და დედანი კარგად წაიკითხონ. თადუმაძის უწყება ქირაობს ექსპერტებს, თადუმაძეს ქირაობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადვოკატს და როგორც პროკურორს. ხვალ დაიქირავებს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ეს უნდა დასრულდეს“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება"