რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაცია ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებს

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი “ჰარი-ჰარალე დედაო” (ფილმის ინგლისური სახელწოდება REZO) ოსკარზე, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კატეგორიაში, შორთ ლისთში მოხვდა. 

ამ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, მათგან საუკეთესოებს კი 2020 წლის 13 იანვარს გამოავლენენ და სწორედ ისინი გააგრძელებენ ფინალურ ბრძოლას ოსკარისთვის. 

“ჰარი-ჰარალე დედაო” 2018 წელს მხატვრის, რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი ლევან გაბრიაძეა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელომ“ 18 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა