„სირიის ჩრდილოეთ ნაწილში არანაირი შეტაკებები არ მიმდინარეობს, ანკარა ასრულებს აშშ–სთან მიღწეულ შეთანხმებას“

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით,  ამ დროისთვის სირიის ჩრდილოეთ ნაწილში არანაირი შეტაკებები არ მიმდინარეობს.

„ანკარა მუდმივ კონტაქტზეა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან. ჩვენ აშშ–სთან მიღწეულ შეთანხმებას ვასრულებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქურთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიუხედავად გუშინდელი შეთანხმებისა, თურქული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციას აგრძელებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კუდ-ის თანამშრომლები დააკავეს