კვლევა – ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლების უმრავლესობამ მათი შემადგენლობა არ იცის

ე.წ. კლუბური ნარკოტიკების ყოველთვიურად მომხმარებელთა უმრავლესობას არასდროს გადაუმოწმებია მათი შემადგენლობა, კვლევის მონაწილეთა ნახევარმა აღნიშნა, რომ ჰქონია ზედოზირების შემთხვევა. უმეტესად ამის მიზეზი სინთეზური კანაბინოიდები („ბიო“) ან სინთეზური ჰალუცინოგენი („ენბაუმი“) იყო, - ნათქვამია კვლევის ანგარიშში, რომელიც ადიქტოლოგთა ასოციაციამ წარადგინა.  

კვლევის ერთ-ერთი ორგანიზატორის თამარ მღებრიშვილის თქმით, მომხმარებლებში დაბალია სპეციალური ტესტების საშუალებით მიღებამდე ნარკოტიკის შემოწმების პრაქტიკაც. ზოგ მათგანს კი ასეთი ტესტების არსებობის შესახებ არც გაუგია.

ამ ეტაპზე, საქართველოში ნარკოტიკების წინასწარი შემოწმების ტესტები ძირითადად მუსიკის ფესტივალებზეა ხელმისაწვდომი. მათ მოხალისეთა ორგანიზაცია „მანდალა“ არიგებს.

კვლევა 2019 წელს „კაქტუს-მედიის“ დაკვეთითა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები "იმედის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ"