ევროპარლამენტის არჩევნების წინ ლე პენისა და მაკრონის პარტიები ლიდერობენ

ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთში ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ (ყოფილი „ეროვნული ფრონტი“) და საპრეზიდენტო  პარტია „წინ, რესპუბლიკა!“ ლიდერობენ. მარინ ლე პენის პარტიას გამოკითხულთა 23,5% უჭერს მხარს, ხოლო ემანუელ მაკრონის პარტიას – 23, – იუწყება ინსტიტუტი IPSOS.

ამასთან, როგორც ინსტიტუტის ყოველთვიური გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, მაკრონის პარტიის რეიტინგი მყარად ნარჩუნდება, ხოლო ლე პენის გაერთიანებისა 1%–ით არის გაზრდილი.

მესამე ადგილზე 13%–ით მემარჯვენე პარტია „რესპუბლიკელებია“. საფრანგეთის სოციალისტური პარტია 5%–იან ბარიერს მცირედით ლახავს, სხვა პარტიების რეიტინგები კი მაქსიმუმ, 1%–ს შეადგენს. მათ შორისაა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობაც, – იუწყება IPSOS–ის მონაცემებზე დაყრდნობით საერთაშორისო ფრანგული რადიო.

ცნობისთვის: ევროპარლამენტის არჩევნები 26 მაისისთვის არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს