"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადებით, ანკარასა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმება, „სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს“.

„ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც ჩვენ ველოდით. ფაქტობრივად ეს არის თურქეთის მოთხოვნა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თურქეთს, დაუყოვნებლივ დაასრულოს სამხედრო მოქმედება, გამოიყვანოს ძალები სირიიდან და პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – განაცხადა ტუსკმა. 

ცნობისთვის: სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით შეწყდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ისრაელმა სირიიდან განხორციელებულ იერიშს ანალოგიურად უპასუხა