თბილისში ხეები წაიქცა და სახლები დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 20 მაისის ღამით დედაქალაქში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სახლები დაიტბორა და ხეები წაიქცა. 

უამინდობის გამო ზარალის შესახებ  უწყებაში 36 შეტყობინება შევიდა, მათი უმეტესობა შენობების დატბორვის შესახებ იტყობინებოდა.

ასევე იყო ზარები, რომელიც  წაქცეულ ხეებს ეხებოდა.  წაქცეული ხეების ამსახველი ფოტოები სოციალურ სივრცეშიც გავრცელდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp