„მთავარი არხის“ წილი „საქართველოს უნივერსიტეტმა“ შეიძინა, რომლის 37.5%-იან წილს გიული ალასანია ფლობს

„საქართველოს უნივერსიტეტმა“, რომლის 37.5%-იანი წილის მესაკუთრე არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „მთავარი არხის“ 2%-იანი წილი შეიძინა.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, იმ დროისთვის „მთავარი არხის“ 44% წილის მესაკუთრეს, კახა ანჯაფარიძეს „საქართველოს უნივერსიტეტმა“ 2000 ლარი გადაუხადა. ამასთან, ახალი მეწილე ვალდებულებას იღებს, რომ საკუთრების რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში „მთავარი არხის“ საწესდებო კაპიტალში (ანგარიშზე) 200 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

დღეის მდგომარეობით ტელეკომპანიის მესაკუთრეთა წილები ასე ნაწილდება:

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია - 51%;

კახაბერ ანჯაფარიძე - 42%;

მარი ანნა რურუა - 2.5%;

გიორგი რურუა - 2.5%;

შპს „საქართველოს უნივერსიტეტი" - 2%;

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილე კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ 17 აგვისტოს დაარეგისტრირა. „მთავარმა არხმა“ 5 სექტემბერს მიიღო ლიცენზია, რომელიც საინფორმაციო პროგრამების და პოლიტიკური ტოქშოუების მომზადების უფლებას ანიჭებს „მთავარი არხი“ ეთერში 9 სექტემბერს გავიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ეუთო-ს გენმდივანი:"იმედი მაქვს, ქართველი ექიმი საყვარელ ადამიანებს უახლოეს ხანში დაუბრუნდება"