ტრამპი: „რიგი ევროპული ქვეყნები მზად არიან, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მათ ტერიტორიებზე დაიბრუნონ“

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, „რიგი ევროპული ქვეყნები მზად არიან, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მათ ტერიტორიებზე დაიბრუნონ“.

"მომახსენეს, რომ რიგი ევროპული ქვეყნები მზადყოფნას გამოთქვამენ, დააბრუნონ სამშობლოში „ისლამური სახელმწიფოს“ ის მებრძოლები, რომლებიც წარმოშობით ამ ქვეყნებიდან არიან. ეს ძალიან კარგი ამბავია, რომელიც უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ ავიყვანთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დიდი პროგრესია", წერს ტრამპი „ტვიტერში“ პირად გვერდზე. 

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ესაუბრა თურქ კოლეგას, რომელსაც „სურს, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლი იყოს შეწყვეტილი“:

„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელმაც მითხრა, რომ დღეს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქული ძალების მიერ იყო ნაღმის გამოყენების ცალკეული შემთხვევები, რომელიც სასწრაფოდ იქნა აღმოფხვრილი. პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან სურს, რომ ცეცხლი იყოს შეწყვეტილი ან შეჩერებული, რათა მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ანალოგიური სურვილი აქვთ ქურთებსაც“.

შეგახსენებთ, რომ რიგი ევროპული ქვეყნები უარს აცხადებდნენ, დაებრუნებინათ მათ ტერიტორიაზე სირიაში მებრძოლი "ისლაური სახელმწიფოს" წევრები. 

ცნობისთვის: სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით გუშინ შეწყდა.  

როგორც დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანიმა განაცხადა, „თუ აშშ–სთან შეთანხმების პირობები ზედმიწევნით არ შესრულდება, სირიაში იმაზე უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ, ვიდრე აქამდე“. 

იხილეთ ასევე: სირიული კრიზისი: საით აიღეს გეზი "ისლამური სახელმწიფოს" გაქცეულმა წევრებმა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს