გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა

თბილისში გურამიშვილის გამზირზე [34 ნომერი], მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში [16 სართულიანი] ძლიერი აფეთქება მოხდა. 

როგორც "აქცენტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ნგრევა მოჰყვა. 

მათივე ცნობით, ამ წუთებში მიმდინარეობს კორპუსში მაცხოვრებელთა ევაკუაცია.  

რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. 

სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საპარლამენტო უმრავლესობა დამატებით სამმა დეპუტატმა დატოვა