გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე #34-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

"ჩვენთან შემოვიდა ერთი პაციენტი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება" - განუცხადეს "აქცენტს" სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 

რაც შეეხება დაშავებული სამი პირის მდგომარეობას, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან ჰოსპიტალიზებული, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. 

"ჩვენთან შემოვიდა 3 პაციენტი, 2 ქალბატონი და ერთი მამაკაცი, სამივესთან არის ხელის მტევნის დაზიანება, მათგან, ორს აქვს მსუბუქი ჭრილობები მტევანზე, რომელიც მინის დამსხვრევის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო ქალს, რომელიც იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა, გამოკვლევები უტარდება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება" - განუცხადა "აქცენტს" ექიმმა გიორგი ბარაბაძემ. 


თბილისში გურამიშვილის გამზირზე [34 ნომერი], მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში [16 სართულიანი] ძლიერი აფეთქება მოხდა. 

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ნგრევა მოჰყვა. 

სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"სწორედ „ოცნების“ პირობებშია უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, - იქნება ეს ყვავილებით თუ ბოქლომებით"