სუს–ი: "საოკუპაციო ძალები, ამჟამად, უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ სოფელ ატოცში"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

"ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია" - აცხადებენ უწყებაში. 

დღეს დილით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები ატოცში შემოვიდნენ. 

"ისინი ბოძების ინსტალაციის განახლებას გეგმავენ. ადგილზე მოსულია საინჟინრო მანქანები, მოტანილი აქვთ ღობეები. მოგიწოდებთ, ვისაც შეუძლია, დაიძრას ატოცისკენ" - განაცხადა ქაცარავამ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა