რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ბავშვი, რომელიც ტირის და პოლიციას  ძალის გამოყენებით გვერდზე გაჰყავს. 

ვიდეოში ისმის ქალი პოლიციელის ხმა, რომელიც ბავშვს მიმართავს და ეუბნება, რომ “აქ ჯდომა არ შეიძლება”, მეორე პოლიციელს კი ბავშვი ხელში აჰყავს და ძალით გაყავს ტერიტორიიდან. 


როგორც "აქცენტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ბავშვის მიერ ძარცვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. 

"მან გამვლელს გასტაცა მობილური ტელეფონი, სწორედ ამ დროს საპატრულო პოლიციამ ის შეაკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/178 მუხლებითაა დაწყებული, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი 10 წლისაა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება" -  განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში. 

მათივე ცნობით ფაქტი 18 ოქტომბერს, მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს