„ვაშინგტონი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ს პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციებს დაუწესებს“

აშშ–ის ენერგეტიკის მდივნის რიკ პერის განცხადებით, უახლოეს მომავალში ვაშინგტონი რუსულ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ს პროექტში ჩართულ კომპანიებს მთელ რიგ შეზღუდვებს დაუწესებს.

ამის შესახებ ენერგეტიკის მდივანმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს მიმართ წინააღმდეგობა ჯერ კიდევ მძლავრია და მოწინააღმდეგეთა რიგებშია ამერიკის შეერთებული შტატებიც. აშშ-ის სენატი მალე მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ამ პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ“, – განაცხადა პერიმ.

მოგვიანებით აშშ–ის ენერგეტიკის მდივნის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე ევროპის ქვეყნებისთვის. 

ცნობისთვის: „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ფრანსუა ვიელს შეხვდა