აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტს სულ მცირე, 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა

აშშ-ის სახელმწიფო ჯარის ბაზაზე მომხდარ ინციდენტს სულ მცირე, 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ჯორჯიის შტატში მოხდა, როცა ჯარისკაცები სამხედრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. 3 მათგანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ინციდენტის დეტალები და დაღუპულთა და დაშავებულთა ვინაობა ამ ეტაპზე არ საჯაროვდება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ისრაელმა სირიიდან განხორციელებულ იერიშს ანალოგიურად უპასუხა