„ფეისბუქ“-პოსტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა

ბანგლადეშში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელი პოსტის გამო პოლიციასთან მომხდარი შეტაკების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 50 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შეტაკება ბოლას რაიონში, დედაქალაქ დაკადან 195 კილომეტრში მას შემდეგ მოხდა, რაც „ფეისბუქში“ გავრცელდა პოსტი, სადაც ინდუსი წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, „ფეისბუქი“ ჰაკერებმა გატეხეს და ისინი უკვე დაკავებულები არიან.

პოლიციის მტკიცებით, რამდენიმე ადამიანმა მათ ქვების სროლა დაუწყო და იძულებული გახდნენ, თავდაცვის მიზნით ცეცხლი გაეხსნათ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს