აშშ–ს სამხედროები სირიიდან ერაყში გადაჰყავს

სირიიდან გამოყვანილი ამერიკელი სამხედროები ერაყში გადაინაცვლებენ, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლებენ. ინფორმაციას „ესოშიეტიდ პრესი“ პენტაგონის მეთაურზე დაყდნობით ავრცელებს.

თავდაცვის მდივნის მაკ ესპერის თქმით, დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ერაყში განლაგდება.

საუბარია ჯარისკაცებზე, რომლებიც სირიიდან რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს