კადიროვი – "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებზე: "მათ სიამოვნებით მივიღებთ"

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, რესპუბლიკა მზადაა, უკან დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს ჩეჩნეთიდან სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად წასულ პირებს. ცნობილია, რომ სირიაში ასობით რუსეთის მოქალაქე იბრძოდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილმა სირიაში თურქული ოპერაციის წარმოებისას ციხიდან გაქცევაშეძლო.   

„ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ. თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა კადიროვმა მედიასთან. 

მისივე თქმით, ჩეჩნეთს შეუძლია, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთის ჯარებს შეუძლიათ „წესრიგი აღადგინონ“ სირიაში.

იხილეთ ასევე: სირიული კრიზისი: საით აიღეს გეზი "ისლამური სახელმწიფოს" გაქცეულმა წევრებმა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ისრაელმა სირიიდან განხორციელებულ იერიშს ანალოგიურად უპასუხა