ქართველებს წამებაში ადანაშაულებენ

საბერძნეთში 74 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, ქართველებმა აწამეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია დაზარალებულზე დაყრდნობით ავრცელებს. კრიმინალური აქტი ვულას რეგიონში მოხდა.

დაზარალებული ჰყვება, რომ შინ დაბრუნებულს სახლში ბოროტმოქმედები დახვდნენ, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სასტიკად აწამეს. წამების პროცესი სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზარალებულს სხეულზე მრავლობითი და აღენიშნება, კიდური მოტეხილი აქვს, ჩამტვრეული აქვს კბილები და გატეხილი აქვს ცხვირი.

დამნაშავეებმა სახლში დამონტაჟებული ფარული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაიტაცეს და მიიმალნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა