რუსეთში პუტინის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს საგანგებო ვითარება შეიქმნა

სტრატეგიული ბირთული ძალების წვრთნების «Гром-2019»–ის დროს, რომელთა ფინალურ ეტაპს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა, არასაშტატო ვითარება შეიქმნა, – იუწყება რუსული გამოცემა «Ведомости» რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 2 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. 

კერძოდ, მისი ინფორმაციით, ატომურმა წყალქვეშა კრეისერმა К-44 «Рязань» კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის მხოლოდ ერთი გაშვება განახორციელა და არა ორი, როგორც იყო დაგეგმილი და დაანონსდა კიდეც. მეორე რაკეტა საშახტო გამშვები დანადგარიდან არ გამოვიდა, რის გამოც წყალქვეშა ნავი მუდმივი ბაზირების ადგილზე არგაშვებული რაკეტით დაბრუნდა.

ცნობისთვის: ატომური წყალქვეშა კრეისერი К-44 «Рязань»  რუსეთის ბირთვული ძალების შეიარაღებაში 1977 წლიდანაა. ამ ტიპის სხვა წყალქვეშა ნავები ან უკვე უტილიზებულია, ან უტილიზაციის მოლოდინში.

თავად საბჭოთა წარმოების ბალისტიკური რაკეტა Р-29Р უკვე 40 წელზე მეტია არის რუსეთის შეიარაღებაში, მისი რესურსი ამოწურულია და წვრთნების დროს ამ რეკეტების გაშვება, სწორედ ამ რესურსის გახანგრძლივებისთვის არის აუცილებელი, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

სულ წვრთნების განმავლობაში სამხედროებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების 16 გაშვება უნდა განერხორციელებინათ. წყალქვეშა ნავების გარდა სწავლებაში ჩართული იყო გემები, ბომბდამშენები, ასევე კომპლექსები „Ярс» და «Искандер».

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტი საზღვრებს შორის „გაიჭედა“