ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაჭრილი 27 წლის ასაკის მამაკაცია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული კლინიკაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული მამაკაცი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"