სენაკის საკრებულოში ინციდენტი მოხდა

სენაკის საკრებულოში ინციდენტი მოხდა. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებია და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ბორის სოსელია ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

„საკრებულოს სხდომაზე ჩვეულებრივი პოლიტიკური შეკამათება მოხდა, გია სოსელიასა და "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს ზაზა ნაჭყებიას შორის. სხდომის დასრულების შემდეგ უკნიდან მივიდა კარებთან და დაარტყა ხელი. რის შემდეგაც სოსელიამ დაკარგა გონი, ძალიან ცუდად გახდა. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება და გადავიყვანეთ საავადმყოფოში,“-განაცხადა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა