თურქეთი ულტიმატუმს იმოერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერაციის გაგრძელებას აანონსებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების დრო, რაც არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას, 35 საათში იწურება. მისივე თქმით, სწორედ ეს დრო აქვთ ქურთულ სამხედრო ფორმირებებს, სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის დასატოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ გაგრძელდება.

როგორც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ანკარა სირიის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებას უჭერს მხარს, რაც სამხედრო გზით არ უნდა მოხდეს.

„პოლიტიკური დარეგულირებისთვის, ჩვენთვის აუცილებელია სირიაში სიმშვიდის დამყარება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევა“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ქურთების სამხედრო დაჯგუფებების შეიარაღებისთვის აშშ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 

17 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში ქურთებმა 30 კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ცნობისთვის: ქურთმა სამხედროებმა რას ალ-აინი დატოვეს, თუმცა რჩებიან კობანსა და ალ-დარბასიაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სტოლტენბერგი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოსა და უკრაინას