საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"21 ოქტომბერს,  15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან - ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი მოძრაობას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო  ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოტრანსპორტი ვერ მოხვდება ელბაქიძის ქუჩაზე - სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას" - ნათქვამია განცხადებაში. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო