როდისთვის იგეგმება საბანკო რეგულაციების გადახედვა – რა უთხრა პრემიერმა ბიზნესმენებს

საბანკო რეგულაციები ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც პრემიერს სურს, გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიიღონ, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ ნებისმიერ რეგულაციასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორთან წინასწარი მსჯელობა შედგება.

საუბრის კიდევ ერთი თემა ეროვნული ვალუტა იყო.  

„ვისაუბრეთ ლარის კურსზე და საბანკო რეგულაციაზე. პრემიერი უშუალოდ არის ჩართული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აქაც გვექნება სიახლე. მან აღნიშნა, რომ 3 მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მას უნდა გადაწყვეტილება მიიღოს წლის ბოლომდე, მომავალი 3 თვის განმავლობაში და ერთ- ერთი ეს საკითხი მოხვდა სწორედ - საბანკო რეგულაციების",– განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის: საბანკო რეგულაციებზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა სექტემბერში ისაუბრადა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გადახედვაზე მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – მოსალოდნელია, რომ უფრო მოქნილი გახდეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე „მაინც დაგაბოქლომებთ“ შეთანხმდა