საქართველოში აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტი თითქმის 6%–ით შემცირდა

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტი მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,7%–ით შემცირდა და 198,7მლნ ბარელი შეადგინა.  ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო "Turan" საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე დაყრდნობით იუწყება. 

მისივე ცნობით, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით თურქეთის მიმართულებით 178,5მლნ ბარელი აზერბაიჯანული ნავთობი გადაიქაჩა (კლება 6%), დასავლეთის მიმართულების ბაქო–სუფსის მილსადენით საქართველოს შავი ზღვისპირეთის ტერმინალზე  – 20,2მლნ ბარელი (კლება 2,4%).

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ექიმ გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული ვითარების მსხვერპლს"