Van Oord International-ი Anaklia Holding JSC-ის აქციების 4.16%-იან წილს შეიძენს

ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილი კომპანია Van Oord International-ი შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მფლობელი Anaklia Holding JSC-ს აქციების 4.16%-იან წილს შეიძენს.

"Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან არის ჩართული. პროექტის საწყის ეტაპზე მან დეტალური საზღვაო-სამშენებლო კვლევები განახორციელა. ADC–თან წარმატებული პარტნიორობის განმავლობაში Van Oord-მა შეასრულა 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამაღრმავებელი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ანაკლიაში ნაპირი დაღრმავდა მინუს 11 მეტრამდე, ამოღებული ქვიშის მასა კი განთავსდა სამშენებლო მოედანზე. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიაჩნია, რომ Van Oord-ი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს პროექტს თავისი 150-წლიანი გამოცდილებით ისეთ ფართომასშტაბიან სამშენებლო პროექტებში, როგორებიცაა პალმა ჯუმეირას კუნძულები დუბაიში, სუეცის მეორე არხის მშენებლობა ეგვიპტეში, როტრდამის Maasvlakte 2 პორტის გაფართოება და სხვა მასშტაბური პროექტები" - აცხადებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს