შოიგუ: „თურქული სამხედრო ოპერაციის გამო სირიაში 12 ციხე, რომლებშიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები არიან, დაცვის გარეშეა“

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, თურქული სამხედრო ოპერაციის გამო სირიაში 12 ციხე და 8 ლტოლვილთა ბანაკი, რომლებშიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები არიან, დაცვის გარეშე დარჩა.

„არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ბოევიკები გამოიქცნენ და თავიანთი წარმოშობის ქვეყნებს მიაშურონ“,– განაცხადა შოიგუმ. 

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს. ქურთმა სამხედროებმა რას ალ-აინი დატოვეს, თუმცა რჩებიან კობანსა და ალ-დარბასიაში.

იხილეთ ასევე: სირიული კრიზისი: საით აიღეს გეზი "ისლამური სახელმწიფოს" გაქცეულმა წევრებმა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოცკვლევა: “რუსეთის მოქალაქეებმა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მეტად დაფასება დაიწყეს”