ანა დოლიძე ხელისუფლებას დავით–გარეჯის შენარჩუნების გეგმას სთავაზობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  არამოსამართლე  წევრი ანა დოლიძე საქართველოს ხელისუფლებას დავით–გარეჯის პრობლემის გადასაწყვეტად გეგმას სთავაზობს. კერძოდ, ინიციატივს თანახმას, გარეჯს დაცული ტერიტორიების სტატუსი უნდა მიენიჭოს. მისი თქმით, არსებობს 200 გვერდიანი მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმა და ინიციატივა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გარეჯის პრობლემა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ გადაწყდეს. დოლიძე ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს.

„ბოლო რამდენიმე წელია დავით გარეჯთან დაკავშირებით დაძაბულობაა. მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლებას გარეჯთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ გააჩნია და ამის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია. მე მინდა დღეს პოლიტიკური შეთავაზება გავახმოვანო. ვთავაზობ ხელისუფლებას, რომ დავით გარეჯს დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გარეჯი მსოფლიო მნიშვნელობის და გეოპოლიტიკური სტატუსის მქონე ობიექტად გადაიქცეს.

მას კი შემდეგი სახის სარგებლობა ექნება, ეს იქნება ტურისტული, ეკონომიკური, კულტურული  და ეკოლოგიური სარგებლობის ძეგლი. ამის გამოყენების საშუალება, ორივე მხარეს გვექნება. ეს კი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაძაბულობას განმუხტავს. ამავე დროს დავით გარეჯს მსოფლიო მიზიდულობის ძალა ექნება“, - აცხადებს დოლიძე.

მისივე თქმით,  ასეთი  ადგილები  ამერიკასა და კანადას, ნორვეგიასა და შვედეთს შორის  არის შექმნილი. ამის მიზეზი კი დოლიძის განცხადებით  ჩვენს მსგავსად ტრანსსასაზღვრო დაძაბულობა იყო.

„ეს არის 200 გვერდიანი გეგმა, რომელიც მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერი არის შემუშავებული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის მხარდაჭერილი. აქ კარგად არის აღწერილი დაცული ტერიტორიის სტატუსის  მინიჭების შემთხვევაში გარეჯს რა სარგებელი მოაქვს. საქართველოს მთავრობას მივმართავ,  ეს უნიკალური შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას. დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ გარეჯს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და  დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს“, - განაცხადა დოლიძემ.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სასამართლო: "18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა, სხდომა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა"