ხვალ Kuehne + Nagel-ი, ანაკლია სითი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ

ხვალ, 22 ოქტომბერს, Kuehne + Nagel-ი, ანაკლია სითი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ, რომელიც მიზნად ისახავს ქუნენ ნაგელის ბიზნეს აქტივობის გაზრდას რეგიონში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) მეშვეობით.  

Kuehne + Nagel არის მსოფლიოს წამყვანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც დაარსდა 1890 წელს გერმანიის ქალაქ ბრემენში და ამჟამად მისი სათაო ოფისი მდებარეობს შინდელგიში, შვეიცარია. ჯგუფის ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარია და 110 ქვეყანაში დასაქმებული ჰყავს 82 000 ადამიანი. ის გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ოპერირებს საზღვაო, საჰაერო, საკონტრაქტო ლოგისტიკისა და სხვა სეგმენტებში. Kuehne + Nagel ჯგუფის პოზიციები მსოფლიო რეიტინგში შემდეგნაირად გამოიყურება:

N 1 საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვებში

N 2  საჰაერო გადაზიდვებში

N 2 როგორც კონტრაქტორი ლოგისტიკური კომპანია

Kuehne + Nagel ჯგუფის სახმელეთო გადაზიდვები, ევროპის 5 საუკეთესო კომპანიას შორისაა. „ესეთი დონის კომპანიასთან თანამშრომლობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და სს ანაკლია სითის საშუალებას მისცემს გაზარდოს წარმოება, ვაჭრობა და შესაბამისად ტვირთბრუნვა რეგიონში „- განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა, ანაკლიას სითის დირექტორმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანაკლია სითი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიებთან და ხელი მოეწერა არაერთ თანამშრომლობის დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასა და პორტში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ინფრასტრუქტურის  მნიშვნელობას. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 2040 წლისათვის განავითარებს 500 ჰექტარ მიწას, დაასაქმებს 16 000 ადამიანს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდრეობის გაზრდას.

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის შესახებ

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) განავითარებს 400 ჰა ფართობის ტერიტორიას და დაასაქმებს 16,000-მდე ადგილობრივ ადამიანს შემდგომი 20 წლის განმავლობაში. SEZ-ი სრულიად ინტეგრირებული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, შექმნის საერთო თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და წვდომა ექნება მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურაზე: ღრმაწყლოვანი პორტი, გზა და რკინიგზა, რომელიც დაუკავშირდება ქვეყნის მთავარ მაგისტრალებს. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ზოგადი კონცეფციის მიხედვით, განვითარდება ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა: ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება, ტურიზმი და ა.შ. სპეციალური ზონა, რომელიც განკუთვნილია ტრეინინგებისა და ადამიანური რესურსების განვითარებისთის, დაეხმარება რეგიონის შრომით მუშახელს უნარ-ჩვევების ამაღლებაში. რადგან საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის და დაბალი გადასახადების გამო, მსოფლიო რეიტინგში ისედაც ლიდერთა შორისაა, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა კიდევ უფრო წაახალისებს ინვესტორებს, გადმოიტანონ მათი ბიზნესები ანაკლიაში. ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სპეციალური ეკონომიკური ზონა უდიდეს შესაძლებლობებს შესთავაზებს და მოიზიდავს როგორც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ასევე ადგილობრივ ინვესტიციებსაც; შექმნის კლასტერებს, ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიების განვითარებას, გაზრდის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს