რუსეთს დამასკოს, ქურთებსა და ანკარას შორის დიალოგში ჩართვა სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, "ქურთები და სირია გამოთქვამენ მზადყოფნას, დიალოგი რუსეთის დახმარებით წარიმართოს" და "მოსკოვი მზადაა, მხარეებს შორის დიალოგს მხარი დაუჭიროს".

მისივე თქმით, დიალოგი საჭიროა და რუსეთი მზადაა, "წაახალისოს პირდაპირი კონტაქტები".

„ქურთებს და დამასკოს შორის დიალოგი საჭიროა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ დიალოგს. ორივე მხარე გამოხატავს ინტერესს რუსეთის მიმართ, რომ დავეხმართ პროცესს. ასევე საჭიროა დიალოგი თურქეთს და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის, სადაც ჩვენ ასევე მზად ვართ, რომ ვითამაშოთ მხარდამჭერი როლი პირდაპირი კონტაქტების წასახალისებლად“ – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. შეთანხმების თანახმად, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. ქუტებმა სამხედროები მხოლოდ ერთი ლოკაციიდან გაიყვანეს. 

ამასთან, აშშ–მა ოპერაციის ადგილიდან სამხედროები გაიყვანა. 

22 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას შეხვდება. როგორც ერდოღანმა განაცხადა, სირიასთან დაკავშირებით საკუტარ გეგმას ამ შეხვედრის სემდეგ გააჟღერებს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა