"თრუსოს ხეობაშიც უნდა ველოდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს"

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ–ერთი დამფუძნებელი გუბაზ სანიკითხე "ბორდერიზაციის" პროცესს თრუსოს ხეობაშიც ელის. 

"თრუსოს ხეობაშიც უნდა ველოდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს, რადგან ოსებს აქვთ ასეთი გეგმა – უნდათ, რომ თრუსოს ხეობაც წაიღონ",– განაცხადა ატოცში მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე საუბრისას სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში. 

მისი თქმით, როდესაც საგარეო საფრთხეები გაქვს, უპირველესად, საშინაოს უნდა მიხედო და ამ კონტექსტშ ქვეყნის მთავარ საფრთხეს ის არსებულ ხელისუფლებას ასახელებს. 

"არა მხოლოდ სუსტია [ხელისუფლება], ღალატის ნიშნებსაც შეიცავს, როგორ იქცევა...ლავროვთან სეხვედრა რა იყო? რა მივღეთ? თავს ლაფის დასხმა. ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, დაიცვას ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონება, ბიძინა ივანიშვილის პირადი ამოცანაა, მიიღოს ფინანსური და პირადი უსაფრთხოება რუსეთის მხრიდან. ყველაფერი ჩანს...ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში, ჩვენ არა უფსკრულის პირას, არამედ გადაჩეხილები ვართ, ამიტომ გამოსავალი ერთადერთია – ხელისუფლება უნდა გამოიცვალოს... ჩვენ ამ გზით ვბრუნდებით რუსეთის წიაღში და უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით – დანაწევრებულები, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე",– განაცხადა საკინიძემ.    

იხილეთ ასევე: რომელი რუქით ხელმძღვანელობენ ოკუპანტები, სადაა მორიგი საფრთხე და რა არის გამოსავალი – ექს–მინისტრის მოსაზრებები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა