სირიის არმიამ თურქეთის სამიზნე ტერიტორიებზე გამაგრება დაიწყო [ფოტო]

სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრის მიმდებარედ ასებულ ქალაქ მანბიჯთან საარტილერიო სისტემების განთავსება დაიწყო. სირიის სამთავრობო გამოცემა „სანას“ ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ჯარები მანბიჯის შემოგარენში და ალეპოს ჩრდილო-აღმოსავლეთით შენაერთების განთავსებას აგრძელებენ, რათა "წინ აღუდგნენ თურქეთის ჯარების და მისი დაქირავებული ჯარისკაცების აგრესიას".


გამოცემა წერს, რომ სამთავრობო არმიის ათობით სამხედრო ავტომობილი, ჯავშანმანქანა და ჯარისკაცები რაქასა და ელ-ჰასაქასკენ გადაადგილდებიან. 

სირიის სახელისუფლებო არმიამ სამხედრო შენაერთები განათავსა ტალ-ტამრში, აინ ისაში და ტაბქაში. აღნიშნული დასახლებული პუნქტების ნაწილი თურქეთის მიერ განსაზღვრულ 30 კილომეტრიან ე.წ. უსაფრთხოების ზონაში მდებარეობს. სწორედ ამ ტერიტორიიდან სურს თურქეთს ქურთული სამხედრო ჯგუფების გასვლა.


თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა 22 ოქტომბერს იწურება. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილოეთში აუცილებელ ნაბიჯებს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგამს. აღნიშნული შეხვედრაც 22 ოქტომბერს შედგება. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა