რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე იმსჯელეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო კომუნიკაციისას ჩრდილოეთ სირიისა და აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი განიხილეს,– იუწყება Reuters კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

ამავე წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს. 

როგორც ცნობილია, 22 ოქტომბერს პუტინი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. 

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. 

ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია 120 საათით შეწყვიტა. ვადა 22 ოქტომბერს იწურება. ერდოღანმა განაცხადა, რომ სამომავლო გეგმის შესახებ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერებს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა