ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა „ევროპა ნოსტრას" ჯილდო მოიპოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი - ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.

„ციხე-სოფელში რეაბილიტაციის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების - ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს. კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ, მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციისა და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა 3 ოჯახი. ეროვნული სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის – მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი 2014 წლიდან მიმდინარეობს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp