გერმანია სირიასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ნატო-ს სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნას სთავაზობს. 

როგორც მინისტრმა „დიფიეისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში –  თურქეთის სასაზღვრო ზონაში ვითარებაზე კონტროლი საერთაშორისო ძალებმა უნდა აიღონ, რომელშიც რუსეთი და თურქეთიც იქნებიან ჩართული.

„აქამდე ბერლინისა და ბრიუსელის მოქმედება საკმაოდ პასიური იყო, ამიტომ გერმანიის იმპულსს და პოლიტიკურ ინიციატივას აქვს აზრი. საერთაშორისო ძალების ამოცანა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გაგრძელება და სირიის საკონსტიტუციო პროცესის მხარდაჭერა უნდა იყოს“, – აღნიშნა კარენბაუერმა და დასძინა, რომ სირიაში არსებული ვითარება ევროპის და მათ შორის გერმანიის ინტერესებზე უსაფრთხოების კუთხით უარყოფითად აისახება.

მისივე ქმით, ინიციატივა ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ბრიუსელში, 24-25 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე წარედგინებათ.

შეგახსენებთ,რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ 9 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა აშშ–სთან მოლაპარაკებების შემდეგ 120 საათით შეწყიტა. აღნიშნული ვადა დღეს იწურება. 22 ოქტომბერს ერდოღანი პუტინთან გეგმავს შეხვედრას და როგორც თავად აღნიშნა, შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს სირიასთან დაკავშირებით გეგმებზე.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ციხელაშვილის ინფორმაციით,ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს