სუს–ის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ ვითარებაზე ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

როგორც სუს-ში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა ისევ გადადო