"აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება ჩვენი ნავსადგურების როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის"

"აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება ჩვენი ნავსადგურების როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის", განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

“აზიის და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში. საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირების და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართვას. სწორედ აღნიშნულის მისაღწევად, საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურული მოდერნიზება. მაღალი ჩქაროსნული ავტო-საგზაო ინფრასტრუქტურაში საერიოზული ინვესტიციების განხორციელება და, რა თქმა უნდა, ამ გზების მოდერნიზაცია. აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება შავი ზღვისპირეთში, ჩვენი ნავსადგურების როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის", – განაცხადა გახარიამ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს