ლიუ ჰიუ: "ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება"

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს. 

"შანხაიში ჩინეთის მეორე ექსპორტ-იმპორტის გამოფენა გაიმართება, რომელიც მსოფლიოში, იმპორტზე ორიენტირებული უდიდესი პლატფორმაა. შარშან ამ გამოფენაში დაახლოებით 170 ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმედი გვაქვს, საქართველო მონაწილეობას მიიღებს გამოფენაში და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, კიდევ უფრო განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. შარშან გამოფენისას ჩინეთის ეროვნულმა ტელევიზიამ რეპორტაჟი მოამზადა საქართველოსა და ქართულ ღვინოზე, რასაც ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელები უკვე იცნობენ საქართველოს და ქართულ ღვინოს“, – განაცხადა ლიუ ჰუიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ისრაელში განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა