"ანაკლიის პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი"

"ანაკლიის პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი", – ასე პასუხობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მზაობას, პროექტთან დაკავშირებით წარსდგეს პარლამენტის წინაშე.

„ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გავმართავთ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში“, – განაცხადა მინისტრმა. 

ცნობისთვის: "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მზად არის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე წარსდგეს. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა იგივეს გაკეთებისკენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებსაც მოუწოდა. 

"ჩვენ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ, მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. ჯერ არ ვიცით პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ეს ერთობლივად მოხდეს, ჩვენსა და სამინისტროს მიერ, რადგან ეს უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას",- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ანაკლიის საკითხზე პარლამენტში შეხვედრას და საკითხზე დისკუსიის გამართვას სთავაზობენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დღეს „ისლამური ჯიჰადისა“ და ისრაელის სარაკეტო დარტყმებს 9 პალესტინელი ემსხვერლა