პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაური და გოგაშვილი გამოკითხა

​​თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვალნელი და ამჟამად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გამოკითხა.

„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვის დაკითხავენ სპეცოპერაციის საკითხზე, მთავარია სახელმწიფომ აღიაროს თავისი დანაშაული. მისივე სიტყვებით, საქმეზე კიდევ ბევრი პირია დასაკითხი.

„ერთი წელი და ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სუს-მა და სუს-ის მაღალჩინოსნებმა ტერაქტი მოაწყეს პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში. ძალიან ბევრია დასაკითხი და ციხეში ამოსალპობი, ჩიმაკაძეც და ის სვანი პიროვნება, სპეცრაზმელი, რომელიც თემირლანთან ოთახშია შესული. სახელებით მე არ ვიცნობ ყველას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უნდა დაიკითხნონ. ჩემთვის არაფრის მომტანია, ვინ დაიკითხება და ვის ამოალპობენ ციხეში, სულ არ მაინტერესებს. მე მინდა, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული.

იმაში ვდებ ბრალს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახში არაფრის გამო მოაწყვეს ტერაქტი. მე სახელმწიფოს ვდებ ბრალს, ის ნაძირალა ჩიმაკაძე იქნება თუ მაგათი სპეცრაზმელები იქნებიან, თუ მომინდება, მოვუღებ ბოლოს. მაგრამ მაგაზე არ წავსულვარ და არ წავალ. სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე დანაშაული, ვის დაიჭერენ, არ მაინტერესებს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"