საქართველო, ნატო, რუსული პროპაგანდა: იკლებს თუ არა ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა?

რუსული პროპაგანდა დიდი მონდომებით ამკვიდრებს საქართველოში მთელ რიგ მითებს ქვეყნის ევროატლანტიკური სწრაფვის შესაფერხებლად. ასე, მაგალითად, აქტიურად ინერგება მითი, თითქოს ქვეყანაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერ მოქალაქეთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. არადა, სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს.

კერძოდ, მართალია, ევროინტეგრაციის სასურველზე უფრო ნელი ტემპის გამო საწყის ეტაპზე გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდა და მის ფონზე NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობამ მცირედით მართლაც იკლო, თუმცა შემდგომ წლებში ეს ტენდენცია აღარ გაგრძელებულა და მეტიც, რიგი კვლევების შედეგების თანახმად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მომხრეთა რიცხვმა იმატა კიდეც.

მაგალითად, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების შედეგების თანახმად, ალიანსშიგაწევრიანებ ყველაზე მეტი მხარდამჭერი 2008 წელს ჰყავდა (80%), 2015 წლისთვის ეს მაჩვენებელი 69%-მდე იყო შემცირებული, 2016 წლისთვის – 64%-მდეთუმცა 2017 წლიდან კვლავ ზრდა დაიწყო – 68%-მდე და 2018 წლისთვის უკვე75% შეადგინა.

რაც შეეხება კიდევ ერთი კვლევითი ინსიტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა ბოლო წლებში მზარდია.

დაახლოებით იგივე ტენდენციები იკვეთება აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვითაც: 2008 წელი – 86%; 2015 წელს – 78%; 2016 წელს – 79%, 2017 წელს - 72%, 2018 წელს - 77%.

 

გვჭირდება თუ არა და რაში ნანატრი MAP–ი?

 

ერთ-ერთი თემა, რომელსაც ამ მხრივ რუსული პროპაგანდა იარაღად იყენებს, საქართველოსთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის - MAP–ის მინიჭების გაჭიანურებაა. ამის საფუძველზე თესავენ აზრს, რომ “ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არასოდეს მიიღებენ, დროა, ეს გავითავისოთ და NATO-სთან არაფრისმომცემი ერთობლივი ღონისძიებებით კრემლის გაღიზიანების ნაცვლად, საპირისპირო – რუსეთთან დაახლოების ორბიტაზე გადავიდეთ”.

MAP-ი (Membership Action Plan) 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შემუშავებული “გაწევრიანების სამოქმედო გეგმაა”, რომელიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისთვის მომზადებაში ეხმარებაMAP-ი წარმოადგენს დროში გაწერილი რეფორმების გეგმას, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ალიანსის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ქვეყანა NATO-ს წევრი გახდება.

საქართველოსთან დაკავშირებით MAP-ი პირველად ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტში გამართულ სამიტზე ახსენეს. მაშინ ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო NATO-ს წევრი MAP–ის მინიჭების გზით გახდებოდა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და “წევრობის სამოქმედო გეგმა” დღემდე არ გვაქვს, რაც ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი იმედგაცრუების მიზეზად, ევროსკეპტიკოსებისთვის კი დამატებით საბაბად იქცა.

გარკვეულ ეტაპზე, კერძოდ, ვარშავის 2015 წლის სამიტამდე თბილისში იმის ალბათობასაც განიხილავდნენ, რომ საქართველო ალიანსში MAP–ის გარეშე მიეღოთ.

ჩვენ არ ვი­თხოვთ MAP-, - არ გვაქვს არც ამის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაარც ახი­რე­ბა და არც მი­ზა­ნიჩვე­ნიმი­ზა­ნი არის ნატო-ში წევ­რო­ბაარც ერთხელარც ერთ მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე არ მო­მი­თხო­ვია MAP-,მე ვი­თხოვ სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბას ნატო-შიყვე­ლა­ფე­რირაც ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­­ნე­ბას ნატო-შიარის ჩემი ამო­ცა­ნავარ­შა­ვი­დან მე მინ­და, დავ­ბრუნ­დეთ, რო­გორც ქვე­ყა­ნაუფრო მეტი ინ­სტრუ­მენ­ტით იმის­თვისრომ ის ფან­ჯა­რა რო­დე­საც გა­­ღე­ბავი­ყოთ მზად მას­შიშე­სას­ვლე­ლადზუს­ტად ისერო­გორც ბალ­ტი­ის­პი­რე­თიჩე­ხე­თიპო­ლო­ნე­თი და ბევ­რი ქვე­ყა­ნა შე­ვი­ნენეს ფან­ჯა­რა აუ­ცი­ლებ­ლად გა­­ღე­ბაამა­ზე ყვე­ლა სა­უბ­რობსამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გე­­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაოღონდ ჩვენ უნდა გვქონ­დეს ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი ამის­თვის. MAP- სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წარ­სუ­ლიაამას ვამ­ბობ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით", – ასე გამოეხმაურა იმხანად თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო- გე­ნმდივ­ნის სპე­ცწარ­მო­მად­გენ­ლის ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებრომ სა­ქარ­თვე­ლო MAP- ვერც ვარშავის სამიტზე მიიღებდა.

საბოლოოდ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები NATO-ს ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. ცალსახად აღინიშნა, რომ MAP–ის გარეშე საქართველო ალიანსის წევრი ვერ გახდება, თუმცა MAP–ი ალიანსში გასაწევრიალებლად მხოლოდ ფორმალური ნაბიჯია და ჩვენს ქვეყანას სადღეისოდ უკვე გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა NATO–ს წევრობისთვის მოემზადოს.

ზემოთთქმული ალიანსის მიერ ბოლო წლებში მიღებულ თითქმის ყველა დეკლარაციაშია აღნიშნული.

სადღეისოდ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული საშუალება, რომ მოემზადოს ნატო–ს წევრობისთვის. საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, როცა ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს დააკამაყოფილებს. თუმცა სანამ საქართველო შეძლებს, ნატო–ს შეუერთდეს, კონსენსუსის გზით აუცილებლად უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება MAP–ის მინიჭების შესახებ. ეს შეესაბამება ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მოკავშირეებმა იგივე დაადასტურეს ვარშავის სამიტზეც. თუმცა, ისევ და ისევ, ახლა აქცენტი კეთდება რეფორმების კუთხით დაწინაურებაზე და საქართველოს მომზადებაზე საბოლოო წევრობისთვის, როგორც ეს ათი წლის წინ გადაწყდა“, – განუცხადა „აქცენტს“ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

2018 წელს ბრიუსელში გამართულ სამიტზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, მოემზადოს NATO–ს წევრობისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამისათვის საქართველოს MAP-ი არ სჭირდება. თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმა რჩება ფორმალურ მექანიზმად. ანუ, საქართველო MAP-ის გარეშეც შეძლებს, მოემზადოს წევრობისთვის და MAP-ის საფეხური იმ წუთშივე იქნება გადალახული, როგორც კი გაწევრიანების საკითხი მომწიფდება“ , – განუმარტა „აქცენტს“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

 

ვინ და რა აფერხებს NATO–ში საქართველოს გაწევრიანებას:

რუსეთის ფაქტორი

 

NATO-ს ოფიციალურ პირებს არაერთგზის გაუკეთებიათ განცხადებები იმის შესახებ, რომ ალიანსი გაფართოების გადაწყვეტილებებს წევრთა კონსენსუსის საფუძველზე იღებს და ვერც ერთი მესამე ქვეყანა ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა კონსენსუსი სადღეისოდ არ არსებობს და როგორც ბოლო დროს უკვე ნათლად გამოიკვეთა, ამ მხრივ უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორი რუსეთია.

კერძოდ, ალიანსის რიგი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ თუ საქართველოს NATO–ში მიიწვევენ, მოსკოვი თბილისთან მორიგი კონფლიქტის პროვოცირებას შეეცდება, რაც არც თავად საქართველოსთვის და არც მათთვისაა სასურველი.

ერთ-ერთი პირველი მკაფიო განცხადება ამ საკითხზე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ჯერ კიდევ 2016 წელს გააკეთა, აღნიშნა რა, რომ «NATO-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა საქართველოსთვის უსართხოების დამატებითი გარანტიების არსებობის გარეშე MAP-ის (წევრობის სამოქმედო გეგმა) მინიჭებას არ თანხმდება, რადგან ეს თავად თბილისისთვის რისკებს გაზრდის».

 

მოსკოვს საბაბი არ სჭირდება: როცა სურს, თავად პოულობს?

 

მართლაც, კრემლი თბილისს კვლავ ემუქრება და ამჯერად არათუ ალიანსში გაწევრიანების, არამედ მასთან შემდგომი დაახლოების შემთხვევისთვისაც.

NATO–ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება რუსეთისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და ჩვენი რეაქცია ამ საკითხთან დაკავშრებით უკიდურესად უარყოფითი იქნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმავლადიმერ პუტინმა 17 ივლისს „Fox News“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნების კომენტარებისას.

თუმცა შთაბეჭდილება, თითქოს ნატო-ში ჩვენი მისწრაფება იწვევს რუსეთთან კონფლიქტს და „თუ წყნარად ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება", მცხადია და რუსული პროპაგანდის მორიგ ნაყოფს წარმოადგენს. არის თუ არა რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ აგრესიის რეალური მიზეზი ნატო-ში მათი სწრაფვა? ისტორია გვიჩვენებს, რომ არა:

1) თითქმის ყველა მეზობელს რუსეთმა თავს მოახვია ეთნიკური კონფლიქტი, განურჩევლად იმისა, სურდათ თუ არა მათ ნატო-ში შესვლა: 1991 და 1992 წელს - საქართველოს, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში; 1990 წელს - მოლდოვას დნესტრისპირეთში; 1990 წელს - აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში; 2008 წელს - კვლავ საქართველოს; 2013 წელს - უკრაინას ყირიმსა და დონბასში. და სწორედ რუსეთი ინარჩუნებს ამ კონფლიქტებს დღემდე;

2) მხოლოდ 2008 წელს და 2014 წელს საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტების დროს იყო ამ ქვეყნებში პროდასავლური ხელისუფლებები. ყველა სხვა დროს იყო პრორუსული ან ნეიტრალური;

3) რუსეთის ერთადერთი მეზობლები, სადაც დღემდე ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მაგრამ რუსეთმა ვერ მოახერხა კონფლიქტების ინსპირირება, სწორედ რომ ნატოს წევრ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებია.

დასკვნა: რუსეთის აგრესიის მიზეზი არის არა ნატო, არამედ მეზობლების დამოუკიდებლობასთან ვერშეგუება. ნატოში წევრობა კი არის დაცვა რუსეთის მიერ თავსმოხვეული კონფლიქტებისგან.

 

რა და რისთვის კეთდება დღეს

 

როგორც ჯეიმს აპატურაიმ ამასწინათ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, ახლა კითხვა შემდეგნაირად დგას: როგორ წავიდეთ წინ?

 

ჩვენ გვსურს, საქართველო დავუახლოვოთ ალიანსში წევრობას ისე, რომ არ დავძაბოთ უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისა და NATO-სთვის. რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი რუსეთთან. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ურთიერთობების საერთო მდგომარეობა არის ამ ყველაფრისთვის კონტექსტი. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ჩვენ უნდა ვიმუშავოთ 2 საკითხზე: 1) მზაობაზე და ამას ვაკეთებთ; 2) პოლიტიკურ გარემოზე და ორივე სწორი მიმართულებით წავიყვანოთ წინ. ჩვენ ასეც ვიქცევით.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ქართველი გულშემატკივრები არ არიან ამ ანგარიშის ღირსი" - გორგოძე უელსთან დამარცხების შემდეგ [ვიდეო]