თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ირაკლი ქარსელაძემ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელობაზე ისაუბრა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ღონისძიება იმართება.

ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ ორგანიზებულ პანელზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ მოხსენება გააკეთა და „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი“-ს მნიშვნელობაზე, მის როლზე ეკონომიკურ ზრდის, რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბრა.

საუბარი ასევე შეეხო ახალ საგზაო მაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებებსა და ციფრული საშუალებების გამოყენების საკითხებს.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს მიზანია შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

მიმდინარე წელს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს