პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან, ქეთევან გორჯესტანთან და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან, თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად დაესწრო.

საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ სახელმწიფოს მეთაურები და სხვა საპატიო სტუმრები მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე მონაწილეობას მიიღებს იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაში.

იაპონიამ 22 ოქტომბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა ისევ გადადო