ერდოღანისა და პუტინის თითქმის 6,5–საათიანი შეხვედრა დასრულდა

სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა 6 საათი და 20 წუთი გაგრძელდა. მათგან რამდენიმე საათის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერები პირისპირ საუბრობდნენ.

განხილვის მთავარი თემა სირიის საკითხი იყო. როგორც პუტინმა შეხვედრს დასრულების შემდეგ განაცხადა, თურქეთის ლიდერმა მას სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციის მიზნები და ამოცანები განუმარტა.

თავის მხრივ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, ქურთებსა და თურქეთის მთავრობას შორის ფართო დიალოგის დაწყების შესახებ.

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება თურქულ სამხედრო ოპერაციაზე მოსკოვის პოზიციას, კრემლში აცხადებენ, რომ პატივს ცემენ თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ სირიაში ანკარის ქმედებები პროპორციული უნდა იყოს.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს. ზავის ვადა დღეს იწურება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კარგია, რომ პროპორციული მოდელი არ შემოვიდა, ხალხს მაჟორიტარული სისტემა სჭირდება"