რას მოიცავს ერდოღანისა და პუტინის 10–პუნქტიანი შეთანხმება

სირიის საკითხზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა სოჭში, ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ:

  • ორივე მხარე ადასტურებს მის ვალდებულებას სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ;
  • ისინი ხაზს უსვამენ მათ მტკიცე პოზიციას ებრძოლონ ტერორიზმის ყველა ფორმას და სირიის ტერიტორიაზე წინ აღუდგნენ სეპარატისტულ მისწრაფებებს;
  • ამ კონტექსტში არსებული სტატუს-კვო ოპერაციის ამჟამინდელ რაიონში, თელ-აბიადსა და რას ალ-აინს შორის, 32 კილომეტრი სიღრმით, შენარჩუნდება;
  • ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთი ხელს შეუწყობს ადანის შეთანხმებას ამჟამინდელ პირობებში;
  • 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, მშვიდობის წყაროს ოპერაციის მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ფორმირებებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ . ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა;
  • ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება გამოყვანილ უნდა იქნას მანბიჯიდან და თალ რიფათიდან;
  • ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრისა და ინფილტრაციისთვის;
  • სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული;
  • აღნიშნული მემორანდუმის მიმოხილვისა და კოორდინაციისთვის შეიქმნება ერთობლივი მექანიზმი მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის;
  • ორივე მხარე განაგრძობს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმის ძიებას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"სწორედ „ოცნების“ პირობებშია უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, - იქნება ეს ყვავილებით თუ ბოქლომებით"