უკრაინაში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტრამპს ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.

ამერიკული გამოცემის ცნობით, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს უილიამ ტეილორმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების გაწევას მხოლოდ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოების შემთხვევაში აპირებდა.

როგორც დიპლომატმა წარმომადგენელთა პალატის დახურულ მოსმენაზე განაცხადა, აღნიშნული ცნობები მას სექტემბერში ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გორდონ სონდლანდმა მიაწოდა და ინფორმაცია სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმაც დაუდასტურეს.

მისი თქმით, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას არ ჩქარობდნენ, რათა უკრაინაში გამოძიება დაწყებულიყო.

თავად დონალდ ტრამპმა მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურას ლინჩის წესით გასამართლება უწოდა. 

აშშ-მა უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება, რომელიც 400 მილიონ დოლარს უტოლდებოდა, სექტემბერში შეაჩერა. მაშინ ამერიკული გამოცემების ნაწილმა ეს ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლად აღიქვა, რათა უკრაინაში ბაიდენების ოჯახის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო. აშშ-ში "დემოკრატებმა" თეთრი სახლის ლიდერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრეგაძემ ომბუდსმენის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახა