პენსის ცნობით, ქურთება "უსაფრთხო ზონა" დატოვეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ ქურთების შენაერთებმა სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა დატოვეს. თურქეთსა და სირიას შორის დაზავებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

„დღეს მივიღეთ შეტყობინება სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურისგან, რომ თურქი სამხედროების კონტროლის ქვეშ მყოფი უსაფრთხოების ზონიდან მათი ყველა სამხედრო გაყვანილია. ჩვენი გუნდი აგრძელებს კონსულტაციებს ორივე მხარესთან იმ იმედით, რომ მალე ცეცხლის მუდმივად შეწყვეტას მივაღწევთ. ეს დისკუსია გრძელდება“, – განაცხადა მაიკ პენსმა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მა საერთაშორისო საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, თურქ და ქურთ მოსახლეობას შორის სირიაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო შეიქმნას, ამერიკული კონტიგენტი კი სამშობლოში ბრუნდება.

ცნობისთვის: 22 ოქტომბერს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 10–პუნქტიან მემორანდუმზე შეთანხმდნენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"წესის აგება ნუგეშია მგლოვიარესთვის...ნუგეშზე უარს ვეუბნებით ოჯახს"